რეზონანსი
17.07.2023

პოლონეთის ქალაქ იაროცინში 19 წლის ქართველი პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

პოლიციის თანამშრომლის თქმით, მას მანქანის გაჩერება უბრძანა, თუმცა მან ბრძანებას არ დაემორჩილა, სიჩქარეს მოუმატა და მიმალვა სცადა.

"ჩვეულებრივი შემოწმება უნდა ყოფილიყო, რომელსაც ღვედის შეკვრა დაავიწყდა, თუმცა ეს დევნით დასრულდა" - ამბობს პოლიციელი.

გარდა ამისა, როგორც პოლიციელი ამბობს, დევნისას მან მანქანა სუპერმარკეტის ავტოსადგომზე გააჩერა და ფეხით გაიქცა. თანამშრომლებმა მგზავრები დააკავეს, მანქანაში კი მძღოლის მიერ დატოვებული დოკუმენტები და მობილური ტელეფონი იპოვეს. მძღოლი მეორე დღეს დააკავეს. მას 3 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×