რეზონანსი
17.07.2023

ჩვენ ვიხილეთ სრულიად გაუგონარი ქმედება, რაც არ ჯდება არცერთ ეთიკურ და სამართლებრივ ნორმაში - მსჯავრდებული სააკაშვილი კონკრეტულად ამ ნიმუშის აღებას, რა თქმა უნდა, ხედავდა, მაგრამ გატანის მცდელობის ფაქტზე ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ გეტყვით , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პოლონელ ექიმთან დაკავშირ

ჟურნალისტებმა რატი ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს: „კადრები ნანახი გაქვთ, ხედავდა თუ არა სააკაშვილი, რომ მისი ნიმუშების მოპარვა ხდებოდა, თუ ეს ყველაფერი მისგან მალულად მოხდა?" რაზეც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ გარკვეულ დეტალებზე საუბარი შეგნებულად არ სურს.

„მე რა დავინახე, ამას არ აქვს თქვენთვის არსებითი მნიშვნელობა. მე რომ მდომოდა ამის შესახებ საუბარი და მდომოდა, ეს ინფორმაცია გამხდარიყო საჯარო, მაშინ ჩვენ ვაჩვენებდით კადრებს, ამის არავითარი პრობლემა არ არის. აქ იყო ნიმუშის აღების პროცესი და ხედავდა თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი კონკრეტულად ამ ნიმუშის აღებას, რა თქმა უნდა, ხედავდა, მაგრამ გატანის მცდელობის ფაქტზე ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ გეტყვით", - განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, პოლონელმა ექიმმა ნამდვილად დაადასტურა, რომ წინდის მეშვეობით ცდილობდა მ„არ მინდა დეტალებზე საუბარი, რა სახის ნიმუში იყო. ეს იყო სამედიცინო პროცედურა და დეტალებში არ შევალ. თუმცა, რა შეიძლებოდა, განთავსებულიყო ხელსახოცში და ჩატეულიყო წინდაში, ალბათ უჩემოდაც მიხვდებით. ჩვენ დავრჩით ჩვენ მიერ გაცემული პირობის ერთგული, თუმცა მეორე მხრიდან, სამწუხაროდ, ვიხილეთ სრულიად გაუგონარი ქმედება, რაც არ ჯდება არცერთ ეთიკურ და სამართლებრივ ნორმაში. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, დაკავშირებული იყოს სხვა ექიმების შესვლასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ბევრად უფრო დეტალურად იქნება ამიერიდან განხილული.

ამასთან, კონკრეტულ ექიმს რაც შეეხება, თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინიტროს, რომ მოესმინათ პოლონეთის საელჩოდან მიეღოთ ინფორმაცია. როგორც იცით, დღეს იმყოფებოდა საელჩოს წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამინისტროში და შემდგომში როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პოლონელი დიპლომატი არ არის ინფორმირებული ექიმის ამგვარი ქცევის მიზეზების შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად გაუგებარს და ბუნდოვანს ხდის პოლონელი ექიმის მსგავს ქცევას", - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის თქმით, გამოძიების დაწყებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი ორგანო, იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება.ებით მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.სჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×