რეზონანსი
17.07.2023

პოლონეთის ქალაქ ბიტომში საქართველოს მოქალაქეების დასაკავებლად სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო. მუნიციპალურ საცურაო აუზზე ადგილობრივები მათ პედოფილიის ბრალდებით დაუპირისპირდნენ. 11-დან 13 წლამდე ბიჭები და გოგონები აუზში და მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოდან ჩასული ოთხი მამაკაცის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდნენ. დაცვის სამსახურმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. ფიზიკური დაპირისპირების და აღშფოთებული მოქალაქეების დასაშლელად, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ფაქტზე განცხადება გაავრცელა ადგილობრივმა პოლიციამ. საგამოძიებო ორგანოს პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ საქართველოს ოთხი მოქალაქე ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობაშია ეჭვმიტანილი.

მომხდარზე განცხადება გააკეთა მუნიციპალური საცურაო აუზის ადმინისტრაციამ. დაწესებულებაში დაადასტურეს, რომ დაცვის სამსახურს რამდენიმე ბავშვმა და მშობელმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმართა. მათი თქმით, ტერიტორიაზე მყოფი მამაკაცთა ჯგუფი აუზსა და გასახდელში მოზარდებს სექსუალურად ავიწროებდა.

პოლონურ მედიაში დაკავებულთა ვინაობა არ გასაჯაროებულა, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ოთხივე მათგანი მარნეულის მუნიციპალიტეტიდანა. ახლობლებმა იციან, რომ 18-დან 50 წლამდე მამაკაცები პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებიან. დაკავების შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ.

პედოფილიის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, ბიტომის რაიონულ პროკურატურაში თარჯიმნის თანდასწრებით დაკითხეს. ადგილობრივები მათ ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×