რეზონანსი
18.07.2023

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერჰი ჩერევატის განცხადებით, რუსეთმა კუპიანსკის რაიონში მოაბილიზა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი კიევის თავდაცვის გარღვევის მიზნით. 

"მტერმა ლიმან-კუპიანსკის მიმართულებით ძალიან ძლიერი ჯგუფი შეკრიბა, 100 000-ზე მეტი პერსონალით, 900-ზე მეტი ტანკით და 370-ზე მეტი MLRS-ით ( ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა).

მტერმა იქ განათავსა საჰაერო სადესანტო ნაწილები, საუკეთესო მოტორიზებული ქვეითი ნაწილები. როგორც დამატებითი მხარდაჭერა - საბრძოლო არმიის რეზერვი, ტერიტორიული ჯარები, Storm-Z რაზმები", - თქვა ჩერევატიმ.

მან დასძინა, რომ რუსული ძალები "ყველაფერს აკეთებენ ჩვენი თავდაცვის გასარღვევად. ჩვენი ჯარისკაცები მტკიცედ დგანან თავდაცვაში".

ჩერავტის თქმით, რუსეთი ცდილობს მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას ამ რეგიონში მას შემდეგ, რაც უკრაინამ ბახმუტის გარშემო ბრძოლის იმპულსი ხელში აიღო.  მისი განცხადებით,  რუსული ძალები ბახმუტში უკან რჩებიან და მათი მსხვერპლი იზრდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×