რეზონანსი
18.07.2023

ფონიჭალაში 15 წლის გოგონას მოტაცებაში ბრალდებულ ოთხ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ბრალდებულების ადვოკატის, დიმიტრი ნაცვლიშვილის განცხადებით, არასრულწლოვანს 3 ათას ლარიანი, ერთ სრულწლოვანს 25 ათას ლარიანი, ორს კი 15-15 ათას ლარიანი გირაო დაეკისრა.

„სასამართლომ გაითვალისწინა გარემოება, რომ ისინი პირველად იყვნენ პასუხისგებაში მიცემული, ნებაყოფლობით გამოცხადდნენ პოლიციაში, მისცეს ჩვენება სრულყოფილად. ყველაფერი ეს გაითვალისწინა და არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, პატიმრობა",- განაცხადა დიმიტრი ნაცვლიშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

პროკურორ შოთა ბარამიას განცხადებით კი, ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში, ბიჭმა, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი ბიძაშვილი მოიტაცა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ფონიჭალის დასახლებაში, ნათესავის ქორწილში იმყოფებოდა, საიდანაც სიძემ, სიძის ძმამ და კიდევ ორმა მეგობარმა მოიტაცა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×