რეზონანსი
18.07.2023

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა.

ცნობისთვის, შუახნის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მაშინ იპოვეს, როცა 21 წლის ლუკა ლაცაბიძის სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდნენ. თავის მხრივ, ლუკა ლაცაბიძე უკვე მე-4 დღეა დაკარგულია.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×