რეზონანსი
18.07.2023

სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვი გორიდან თბილისში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მცირეწლოვანს სერიოზული ტრავმები აღენიშნებოდა, მათ შორის, თავის ტრავმა:

"ზედაპირულად აღენიშნებოდა თავის დახურული ტრავმა. გაეწია პირველადი გადაუდებელი დახმარება, მაღალტექნოლოგიური კვლევები, მოხდა სტაბილიზაცია, სასიცოცხლო მაჩვენებლების ნორმალიზება. გამოძახებულ იქნა ემერჯენსერვისი, სახელმწიფო კატასტროფის ბრიგადამ უზრუნველყო ბავშვის გადაყვანა ბავშვთა პროფილურ კლინიკაში შემდგომი მკურნალობისა და მონიტორინგის მიზნით" განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელმა იგორ გეორგიანმა.

შეგახსენებთ, გორში, კომბინატის დასახლებაში, მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა, რის შემდეგაც გოგონა ჰოსპიტალში მამამ მიიყვანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×