რეზონანსი
18.07.2023

სეტყვა, ძლიერი ქარი და წვიმა - კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. სეტყვამ ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები დააზარალა.

ამასთან, იყო ძლიერი ქარი, რამაც მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა- დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავებიც.

სოფელ მშვიდობიანში გვიან ღამით, სტიქიამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა, გადახადა სახურავები, მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები. ლაგოდეხის მცხოვრებლების ნაწილს ელექტრო ენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

"წვიმა ჩამოვიდა სახლში, როგორც გარეთ წვიმდა ისე წვიმდა სახლშიც," - ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი ამბობს, რომ სტიქიის ადგილებში მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო და საგანგებო სამსახურები, ცოცხალი ძალა და ტექნიკა.

"მოიგლიჯა რამდენიმე ხე, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ძლიერმა წყალმა დატბორა რამდენიმე სახლის ეზო. მთელი ღამის განმავლობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სამსახურები მობილიზებული იყო, ასევე ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო და საგანგებო სამსახურები, ცოცხალი ძალა და ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში გაიწმინდა ხეები, ასევე დაიტბორა და დაისეტყვა სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ვენახები. ჩვენი მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი კომისია ადგილზეა ამ ეტაპზე და მიმდინარეობს ზარალის დათვლა," - აცხადებს გივი ზაუტაშვილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×