რეზონანსი
18.07.2023

ვინაიდან მეორე ფრონტი არ გამოვიდა, ახლა ყველანაირი მცდელობაა, რომ საქართველო მუდმივად დარტყმის და ზეწოლის ქვეშ იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ნიმუშების უკანონოდ გატანა ემსახუროდებოდა სწორედ იმას, რომ მის დამუშავებას მოახდენდნენ და ეს იქნებოდა მორიგი პროპაგანდისტული ტალღის აგორების საბაბი.

„როგორც წესი, ომი ერთუცნობიანი განტოლება არ არის, მრავალუცნობიანი განტოლებაა. ფაქტია, ამ ომში სააკაშვილს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონოდა საქართველოში, როგორც მეორე ფრონტის გახსნის ფლაგმანს. ვინაიდან, მეორე ფრონტი პირდაპირ არ გამოვიდა, ახლა ყველანაირი მცდელობა იქნება და არის, რომ საქართველო მუდმივად დარტყმის და ზეწოლის ქვეშ იყოს. ნიმუშების უკანონოდ გატანა და მოპოვება სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ამ ნიმუშის დამუშავებას მოახდენდნენ. ამას ოფიციალური მტკიცებულების სახე ვერ ექნებოდა, მაგრამ ვინ ეკითხება სტრასბურგს? - სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში ასეა საქმე დაყენებული. ეს იქნებოდა მორიგი, ძალიან დიდი პროპაგანდისტული ტალღის აგორების საბაბი. ამ ვაი ექიმს ეს მიზანი ჰქონდა, რომელიც საექიმო ფიცსაც არღვევდა და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×