რეზონანსი
18.07.2023

არახამია არის უსამშობლო ადამიანი. მას არ ადარდებს არც საქართველო, არც უკრაინა და არცერთი ქვეყანა. არახამია არაფერს წარმოადგენს არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ არც უკრაინაში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ მას უკრაინის მოქალაქეების ბედი ადარდებს, ერთი განცხადება მომიძებნეთ მისი, სადაც საქართველოში 10 ათასობით უკრაინელი რომ არის, რა ბედი ეწია ამ უკრაინელ მოქალაქეებს. სააკაშვილი მას ადარდებს არა მხოლოდ იმიტომ რომ უკრაინის მოქალაქეა, არამედ იმიტომ, რომ მისი პატრონები ეუბნებიან, რომ იქნებ უკანონოდ გამოვიდეს. ბუნებრივია, რომ ოქროს მოწმის მოშორება ყველას უნდა, რომ ის არ ალაპარაკდეს. სააკაშვილმა თქვა, რომ მე ავლაპარაკდები თუ აქედან არ გამომიყვანეთო, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ამას გულისხმობს არახამია", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

დავით არახამია უკრაინის პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×