რეზონანსი
18.07.2023

ჩაქვში, სასტუმროს აუზში 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, თუმცა სასტუმროს ადმინისტრაცია დეტალებზე არ საუბრობს. სასტუმრო "ოაზისის" პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმროში ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე ამოღებულია ვიდეო მასალები.

"მიმდინარეობს გამოძიება, ტერიტორიაზე იმყოფებიან საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები. მოგვიანებით კომპანია გააკეთებს განცხადებას როგორც მედიისთვის ისე საზოგადოებისთვის. მოცემული მომენტისთვის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უბრალოდ ემოციური ფონია გასაგებია, ამიტომ გამოძიებას დაველოდოთ, რომელიც გასცემს როგორც ექსპერტიზულ დასკვნას ისე თავის სათქმელს, რომელიც უნდა თქვას" - ამბობს სასტუმროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი

"მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს. გარდა ამისა, მედიას სასტუმროში შესვლის უფლება არ ეძლევა. შსს-ს ცნობით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×