რეზონანსი
18.07.2023

რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის, ან სანქციების დაწესების, ან სანქციებისგან თავის არიდების ხელშეწყობის, ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი Facebook-ზე წერს.

„იმდენად მდაბიო საქციელია ურთულესი გამოწვევების წინაშე მყოფი საკუთარი სამშობლოს დესტაბილიზაციის მცდელობები, რომ ხელისუფლებისათვის რუსეთთან, ანუ ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმის უტიფრად დაბრალება ერთადერთია, რითიც რევოლუციურ კომიტეტში გაერთიანებულმა პოლიტიკოსმა ან აქტივისტმა შეიძლება თავი იმართლონ ამომრჩეველთან, ოჯახის წევრებთან, თუნდაც სარკეში ყურებისას.

რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის, ან სანქციების დაწესების, ან სანქციებისგან თავის არიდების ხელშეწყობის, ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას - ამით ამართლებენ უსამშობლოობას", - წერს ვოლსკი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×