რეზონანსი
18.07.2023

როგორც ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა, ბრიუსელში შეხვედრები შესაძლებლობას მოგვცემს, შევაფასოთ, სად ვდგავართ რეკომენდაციების შესრულების კუთხით და შემდგომი ნაბიჯები დავგეგმოთ

„მნიშვნელოვანია, რომ საზაფხულო შესვენების წინ მაღალ დონეზე კომუნიკაცია გვქონოდა ევროკომისარ ვარჰეისთან, რომელიც სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი გახლავთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა გაიმართება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან. შეხვედრები, ერთი მხრივ, შესაძლებლობას მოგვცემს, შევაფასოთ, გავიაროთ, სად ვდგავართ, მეორე მხრივ, დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები შემდეგი კვირების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრები გაიმართება მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით ევროპულ საბჭოს ზეპირი მოხსენება წარუდგინა.

ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს პოზიციების თანხვედრა, გამომდინარე იქიდან, რომ ოქტომბერში ევროკომისია გაფართოების პაკეტის ფარგლებში საქართველოსთან მიმართებით სრულმასშტაბიან, ვრცელ ანგარიშს წარადგენს. უკვე წლის ბოლოს ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ და გავხდეთ კანდიდატი ქვეყანა", აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×