რეზონანსი
18.07.2023

თვითმფრინავები დაუკითხავად გამოგზავნეს და პირდაპირ მითითება იყო, რომ ორგანიზებულად შეიარაღებული ჯგუფები, მოხალისეები და სამხედრო ამუნიცია გაგვეგზავნა. როდესაც ამბობენ - აბა ომი გინდათ და ღლიცინი დაიწყეს ამ თემაზე, კითხვა ჩნდება - რატომ გაიწვიეს ელჩი მაშინ, როდესაც საქართველო იდგა მყარად და დგას პოზიციაზე, რომელიც უკრაინას აწყობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან" განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობა აჩვენებს, რომ შეტევის ახალი ტალღა დაიწყო.

„პოლონეთთან მეგობრობა არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ის ვითარება რაც შეიქმნა, ამაზე ექსპერტებსაც ვესაუბრეთ, - არავითარი სხვა მოტივი ამ ბიოლოგიური ნიმუშების გატანის თუ არა გაყალბების გეგმა, [არ შეიძლება იყოს]. ამას არანაირი სხვა გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს, ვინაიდან ოფიციალურად დალუქული [ნიმუშები] წაღებული აქვთ. ლაბორატორიას როდესაც აბარებ იქ წესი და კონტროლია, აქედან გამომდინარე, დიდი იმედია, რომ ვერ მოხდება ამ ოფიციალურად აღებული ნიმუშების გაყალბება. ჩვენი მხრიდან ამ თემისთვის ყურადღების მიქცევა არის კიდევ ერთი ფაქტორით განპირობებული, რომ თუკი ასეთ ნაბიჯზე წავიდა საკმაოდ კომპეტენტური და მაღალი დონიდან დანიშნული ჯგუფის ექიმი, არ მოხდეს რამე, ვაფრთხილებთ ყველას, ვიცი რომ პოლონეთის საელჩოშიც აანალიზებენ ახალ ამბებს და კომენტარებს, მათაც მივმართავ რომ არ დაუშვან რაიმე ისეთი, რომელმაც შეიძლება შებღალოს ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკური ნაწილი", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×