რეზონანსი
18.07.2023

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა სამიზნედ აქციეს. მიზეზი ისრაელის ელჩის მიერ გადაღებული ფოტოა, სადაც აქუბარდია „ქართული ოცნების" ქალ პოლიტიკოსებთან ერთად ჩანს.

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელ განცხადებებს ადრესატი Facebook-პოსტითვე გამოეხმაურა.

„თავდაცვის სისტემაში მოხალისეობრივი ორგანიზაციების ჩართვა ქვეყნის თავდაცვაში უმნიშვნელოვანესი საქმეა და საერთაშორისო თუ ეროვნული კანონმდებლობის დონეზე მათი დაცვა, თუ სწავლებებში პარტნიორების დახმარებით წვრთნა საერთო ინტერესია. ასე რომ, ვისაც მართლა აინტერესებს ჩემი მოტივაცია და მიზანი, შემიძლია გითხრათ, რომ ვინმესთან ერთად დგომაზე მეტად ქვეყნის საერთო ინტერესი მიმაჩნია უპირატესად", - წერს თეონა აქუბარდია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×