რეზონანსი
19.07.2023

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობაში ან პრეზიდენტის მიღებულ გადაწყვეტილებებში შემჩნეოდა დიდი დოზით „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ სიმპათიები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან „ნაციონალურ მოძრაობაში" ალექსანდრე კრევო-ასათიანის გადასვლას გამოეხმაურა.

„ცუდად გამოიყურება, როდესაც აღმოჩნდება, რომ არც თუ უმნიშვნელო თანამდებობაზე მომუშავე ადამიანი აღმოჩნდება, რომ პირველივე დაძახებაზე იშიფრება როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარი მოხელე", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან „ნაციონალურ მოძრაობაში" ალექსანდრე კრევო-ასათიანი გადავიდა, რომელიც ფრაქციაში საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა და რომელმაც პრეზიდენტის პოზიციების გახმოვანება დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ალექსანდრე კრევო-ასათიანი არასდროს იკავებდა პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას და ის იყო სტაჟიორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×