რეზონანსი
19.07.2023

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აჭარაში, საზღვაო კურორტებზე ინსპექტირების ჯგუფები საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ.

უწყება ამბობს, რომ კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამზარეულოებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ეტიკეტირების წესს, ტემპერატურულ რეჟიმებსა და სურსათის უვნებლობის სხვა პარამეტრებს.

"აჭარის რეგიონში ორი კვირის განმავლობაში შემოწმდა 210-მდე ბიზნესოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა 15 ობიექტზე, რომელთაც, ფულადი ჯარიმის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე", - წერია განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს, არ შეიძინონ სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ასევე, ისეთ ობიექტებში, სადაც არ არის დაცული სურსათის უვნებლობის სტანდარტები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×