რეზონანსი
19.07.2023

5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ

მისივე თქმით, ევროპის უმრავლეს ქვეყანაში სწორედ 5-პროცენტიანი ბარიერი მოქმედებს.

„შარლ მიშელის შეთანხმება, რომელშიც ჩვენი ევროპელი კოლეგები იყვნენ ჩართული, იმის გამო ანულირდა, რომ მისი არცერთი პუნქტის შესრულებაში „ნაციონალურ მოძრაობას" და სხვა ოპოზიციურ პარტიას მონაწილეობა არ მიუღია. პირიქით, მის საპირისპიროდ იმოქმედეს. შარლ მიშელის შეთანხმებას „ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი საერთოდ არ მოაწერა. ევროპის უმრავლეს ქვეყანაში, ისევე როგორც ჩვენთან, 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერია, რასაც თავისი იურიდიული ახსნაც აქვს - ბალანსი ყოველთვის მოსაძებნია ორ დიდ ინტერესს შორის. არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა რისკები, რასაც კონსტიტუციონალისტები თეორიასა და პრაქტიკაში განიხილავენ ხოლმე. მეორე მხრივ, პლურალიზმის და მრავალპარტიულობის ინტერესიც არის. ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტმა გადაწყვიტა, რომ 5-პროცენტიანი ბარიერი ორივე ინტერესს ყველაზე კარგად აბალანსებს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×