რეზონანსი
19.07.2023

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ის მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოდესაზე მიტანილ იერიშს, რადგან ეს მსოფლიოში სასურსათო კრიზისს ქმნის.

აღნიშნულ განცხადებას ანალენა ბერბოკი Twitter-ში აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ პუტინის თითოეული ბომბი მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ადამიანებზე დარტყმას წარმოადგენს.

„პუტინი მსოფლიოს უკრაინული მარცვლეულის მიწოდებაზე ყოველგვარი იმედის გარეშე ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის გავლით არსებული გზის სრულფასოვანი შეცვლის ალტერნატივა არ არსებობს, ჩვენ უკრაინას და ამ ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ და ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტების ძიებას არ ვწყვეტთ", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×