რეზონანსი
19.07.2023

გაყალბების მოტივაცია და მიზანი. აბა, ბიოლოგიური მასალების შემგროვებელია? ასე იპარავს პაციენტების ბიოლოგიურ მასალებს, სახლში მიაქვს, აშრობს და აგროვებს? - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა პოლონელ ექიმზე საუბრისას განაცხადა.

„ვინ არის ეს ადამიანი? რად უნდოდა ფეხსაცმლით სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებით, პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და მიხეილ სააკაშვილის დახმარებას.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას.

პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.

პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×