რეზონანსი
19.07.2023

ეს ყველაფერი არის ლუსტრაციის იმის, რაც ძალიან ცუდად ახასიათებს არახამიას და იმ ფლანგს უკრაინის ხელისუფლებაში, რომელიც დაუღალავად იბრძვის, რომ სააკაშვილის რეანიმაცია მოახდინონ საქართველოში და ამისთვის ყველაფერ კადრულობენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მათ შორის ფეხქვეშ თელავენ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, საქართველოს სამომავლო ევროპულ ინტერესებს და ა.შ. ცდილობენ, რომ საქართველოს რაც შეიძლება რეპუტაციულად დიდი ზიანი მიაყენონ. ერთადერთი ამას ისახავს მიზნად ბატონი არახამია", - აღნიშნა სარჯველაძემ.

დავით არახამია უკრაინის პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×