რეზონანსი
19.07.2023

როგროც საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა,ჩვენთვის გაუგებარია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადება, როდესაც ასე არაკეთილსინდისიერად მოხდა ქართული მხარის კეთილი ნების გამოყენება.

მისი თქმით, სწორედ კარგი თანამშრომლობის პრინციპებიდან გამომდინარე გადაიდგა ის ნაბიჯი, რომ საქართველო დათანხმდა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შესვლას.

„მე ვერ შევაფასებდი ასევე მათ ქმედებებს, რომელიც განხორციელდა ამ ვიზიტის დროს, რაც ნამდვილად იყო დამაბნეველი და მიუთითებდა, რომ აქ არანაირი კეთილი განზრახვები არ იყო. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი განცხადება, როდესაც ემოციებზე ვსაუბრობთ, მაშინ როდესაც ასე არაკეთილსინდისიერად მოხდა ქართული მხარის კეთილი ნების გამოყენება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კლინიკა „ვივამედში" პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა ემოციური განცხადებები ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას.

პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.

პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×