რეზონანსი
19.07.2023

როგორც „ამერიკის ელისონის ცენტრის" დირექტორმა, კურტ უოლკერმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში განაცხადა.წარსულში საქართველოს ჰქონდა ყველზე მოწინავე პოზიციები ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით - საქართველომ დათმო ეს პოზიცია და მას ახლა უკრაინამ გადაუსწრო

მისივე თქმით, უკრაინა წინ წავიდა, ხოლო საქართველო კი იმავე პოზიციაზე დარჩა.

„საქართველოს ჰქონდა ძლიერი დემოკრატია, ყველაზე ღია ეკონომიკა. მას ხელს უწყობდა ნატო-ს ოპერაციებში, ავღანეთსა და ერაყში, ამერიკის შეერთებული შტატების ძალებთან ერთად მაღალი თავსებადობაც. საქართველომ დათმო ეს პოზიცია და მას ახლა უკრაინამ გადაუსწრო, რადგან უკრაინამ გაზარდა თავისი სამხედრო შესაძლებლობები და ახლახან მიიღო ყველა სახის დასავლური ტექნიკა. მას ჰყავს ძალიან ქმედითუნარიანი თავდაცვა. უკრაინა ძალიან შორს წავიდა და საქართველო კი დარჩა იმავე პოზიციაზე", - განაცხადა კურტ უოლკერმა.

მისი განცხადებით, ნატო-სთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაცული იყოს.

„რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-სთვის საქართველო დაცული იქნება თუ არა? რა თქმა უნდა, საქართველოზე თავდასხმები იგივე ზემოქმედებას არ მოახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე, როგორი გავლენაც აქვს უკრაინაში ომს, რადგან საქართველოში ომს, არ ექნება ისეთივე გავრცელების არეალი, როგორც უკრაინას აქვს ევროპაზე. სხვა ლოკაციაა, პატარა ქვეყანაა, თუმცა არის ორი რამ საქართველოს შესახებ, რაც ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მათგანი არის ის, რომ დღეს ჩვენ რეალურად ღირებულებით ბრძოლაში ვართ რუსებთან. ეს არის დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა და ქვეყნების უფლებები, იყვნენ დამოუკიდებლები, სარგებლობდნენ სუვერენიტეტით საკუთარ ტერიტორიაზე. ხალხის უფლებაა, აირჩიონ საკუთარი მმართველობის ფორმა, საკუთარი საგარეო ორიენტაცია, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. პუტინი ამ ღირებულებების წინააღმდეგ იბრძვის. ის არ აღიარებს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას დამოუკიდებლობას. ის იმავეს გააკეთებდა ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგაც რომ შეეძლოს, ის ცდილობს განახორციელოს იმპერიალისტური ამბიციები. აშშ, დასავლეთი, დასავლეთ ევროპა, ცენტრალური ევროპა, მხარს უჭერს ადამიანისა და სახელმწიფოს უფლებას, გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ეს ბრძოლა არის ის, რაც დიდ გავლენას ახდენს საქართველოზე. ჩვენ გვაინტერესებს, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, გადარჩეს და წარმატებას მიაღწიოს, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი იყოს დაცული ეს არის ჩვენი ინტერესების ერთ-ერთი სფერო.

მეორე ინტერესის სფერო არის შავი ზღვის რეგიონი, რომელიც უნდა იყოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ადგილი, რომელთანაც ღია და უსაფრთხო სავაჭრო წვდომა ექნება მსოფლიოს. რუსეთ კი ცდილობს შავი ზღვის რეგიონში დომინირებას. შავიო ზღვის სანაპიროს მხოლოდ 10%-ია რუსეთის და ცდილობს გააკონტროლოს მთელი შავი ზღვა. ეს საზიანოა ყველასთვის, ეს გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის ნატო-ს წევრ ქვეყნებზე. ამიტომ დასავლეთის ინტერესშია, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები იყვნენ დაცული", - განაცხადა ამერიკელმა ექსპერტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×