რეზონანსი
19.07.2023

თუ ვინმე ამბობს: „მარტო დავამარცხებ „ქართულ ოცნებას" „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე" - არ გამოდის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას" უნდა მოუგოს.

„მოქალაქეს აინტერესებს ცვლილება და იმ პრობლემებიდან და სიდუხჭირიდან ამოსვლა, რომელიც შეუქმნა „ქართულმა ოცნებამ". როდესაც ამ ისტორიულ შანსს ვკარგავ, არაგულწრფელი ვიქნები, არასამართლიანი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ აქეთ არის საქართველოს ისტორიული შანსი, საქართველოს გადარჩენის ამოცანა და - „კი გადავარჩენ საქართველოს, მაგრამ თუ 5 ნომერი იქნება, ვერ გადავარჩენ" - ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ არ იფიქროთ, რომ სხვის ბოსტანში ვისროდე კენჭებს, ან ქვებს. „ლელოც" ძლიერი პლატფორმა უნდა იყოს და იმას, რასაც ჩვენ ვერ დავფარავთ ჩვენი ერთობით თუნდაც, დანარჩენზე გავიდეს „ლელო" , გახარიაც იყოს. „ქოციდან" წამოსული ადამიანი შეიძლება ნაცების და ჩვენს პლატფორმაზე არ მოვიდეს. ჩვენ გვჭირდება პლატფორმები. პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა მოვუგოთ „ქართულ ოცნებას".

თუ საკითხი მოითხოვს იმას - ქვეყანა გადარჩეს, თუ ჩემი პირველი ნომერი - მირჩევნია საქართველო გადარჩეს. მთავარი პრობლემაა „ქართული ოცნება", მე მართლა მინდა ყველა პროდასავლურმა ოპოზიციამ აიღოს მაქსიმალური შედეგი, რომ ჯამში მოვუგოთ „ქართულ ოცნებას", თუ ვინმე ამბობს, რომ - მარტო დავამარცხებ „ქართულ ოცნებას" „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე - არ გამოდის, რადგან მაშინ ერთმა პარტიამ უნდა აიღოს 50%-ზე მეტი და ღმერთმა ქნას საქართველოში არსებობდეს პარტია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე აიღებს 50%-ს და მარტო დაამარცხებს „ქართულ ოცნებას".

მერაბიშვილთან დაკავშირებითაც ვიტყვი, არ ვმალავ რამდენჯერმე „ნაციონალური მოძრაობა" იყო „სტრატეგია აღმაშენებელში" მოსული და რამდენჯერმე ჩვენ ვიყავით - მე მაგალითად, მაგიდასთან არ მინახავს ხაბეიშვილს დაერეკოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის დროს. ქარის წისქვილებს დონ კიხოტივით ვებრძოლო - „მერაბიშვილი, სად არის, სად არის?!", არ მინახავს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×