რეზონანსი
19.07.2023

პარტია „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, ქვეყანა არის გადასარჩენი ამ პრორუსული ხელისუფლებისგან და რუსული პერსპექტივისაგან, მაგრამ არ მგონია, რომ ქვეყნის გადარჩენის გზა გადის „ნაციონალურ მოძრაობაზე

საბა ბუაძის განცხადებით, კოალიციაზე საუბარი უკიდურესად არასერიოზულია არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე.

‘‘„ლელოს" მიაჩნია, რომ ამ ხელისუფლების დამარცხებისა და ქვეყნის გადარჩენის გზა გადის ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალების გაძლიერებაზე. მე თავად და ის ხალხი, რომელსაც მე წარმოვადგენ, მივეკუთვნებით საზოგადოების იმ ნაწილს, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა" არის ღირებულებითად მიუღებელი და შეუთავსებელი.

კოალიციაზე საუბარი არის უკიდურესად არასერიოზული არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე. ჯერ ვნახოთ არჩევნების შედეგები როგორი იქნება და მერე ვილაპარაკოთ ამაზე, ვინ ვისთან გააკეთებს კოალიციას. რა მეტყობა, რომ ვანო მერაბიშვილთან კოალიციის გამკეთებელი ვარ? ან რაზე უნდა გავაკეთო? აბსოლუტურად არასწორად მიგვყავს მსჯელობა, როდესაც ზოგადად კოალიციებსა და თანამშრომლობაზეა საუბარი. უნდა დავიწყოთ რომელი შეკითხვით იცით? რა გვაქვს ჩვენ საერთო? ბარიერის გადალახვა და მეტი ხმების წამოღება გვინდა? მე მინდა, რომ განვახორციელო, რისიც მჯერა", - განაცხადა საბა ბუაძემ.

საბა ბუაძის განცხადებით, ელექტორალური პრაგმატიზმი და საარჩევნო ველი, ეს თემები საინტერესო არ არის და პოლიტიკოსები პოლიტიკის მთავარ საკითხებს უნდა დაუბრუნდნენ.

„საერთოდ არ მაინტერესებს ელექტორალური პრაგმატიზმი და მიმოხილვა საარჩევნო ველის. აბსოლუტურად არავისთვის არაფრის მომცემი არ არის ეს, ეს არის უდიდესი სისულელე. რაზე უნდა ვითანამშრომლო? რა ცენტრი, რა მესამე, რა მეორე, "დაიცენტრა" ეს ხალხი ამდენ ცენტრებზე ლაპარაკით, ცოტა ხომ უნდა დავუბრუნდეთ პოლიტიკის მთავარ საკითხებს? თანამშრომლობაო რომ კითხულობთ, რა საკითხზე, რაზე უნდა ვითანამშრომლოთ?", - განაცხადა საბა ბუაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×