რეზონანსი
19.07.2023

თუ „ნაციონალური მოძრაობა" და „სტრატეგია აღმაშენებელი" შეერთდებიან, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის დრამატულად ვითარების გადამწყვეტი, ამ ორი პარტიის შეერთება ვერ იქნება გამარჯვების ფორმულა , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ამბიცია არის, რომ რაღაც ძალიან დიდი გაერთიანება გაკეთდეს - გაერთიანება თუ არ არის პრაგმატულად სწორი და კარგად გათვლილი, ის შედეგს ვერ მოიტანს.

„პირველ „პლანზე" არის, ვინ, როგორ დალაგდება და ვის რომელი ლიდერი ჩაუდგება სათავეში. მიგვაჩნია, რომ რაღაც გარკვეულ ეტაპზე ყველა პარტიამ უნდა მოსინჯოს თავისი ძალები. „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს თავის ელექტორალური ნაწილი, მაგრამ დღეს ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობაც" არ არის ისეთ ფორმაში, როგორშიც ფიქრობენ ზოგიერთები, რომ არის. მე ნაკლებად ვურტყამ ოპოზიციას, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ და ოპოზიციას ნაკლებად ვერჩოდეთ. „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ერთი ნაწილი არის განზე და მოლოდინია, რას გააკეთებენ.

თუ „ნაციონალური მოძრაობა" და „სტრატეგია აღმაშენებელი" შეერთდებიან, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის დრამატულად ვითარების გადამწყვეტი, ამ ორი პარტიის შეერთება ვერ იქნება გამარჯვების ფორმულა. თუ ამბიცია არის, რომ რაღაც ძალიან დიდი გაერთიანება გაკეთდეს - გაერთიანება თუ არ არის პრაგმატულად სწორი და კარგად გათვლილი, ის შედეგს ვერ მოიტანს და ყველამ კარგად ვიცით, რომ ორი პარტია, როცა ერწყმის, ეს პირდაპირ არ იძლევა მათემატიკურ ჯამს, რომელიც გადაიზრდება ელექტორალურ იგივე მხარდაჭერაში", - განაცხადა წერეთელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×