რეზონანსი
19.07.2023

"ვივამედის" კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ლაბორატორიული კვლების შედეგები გაუმჯობესებულია და საკვებსაც უფრო მეტს იღებს, თუმცა ისევ არ არის ის კალორაჟი, რაც უნდა მიიღოს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში პაციენტი თავს უფრო მხნედ გრძნობს და გადაადგილება დამხმარე საშუალებების გარეშეც შეუძლია.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, სააკაშვილის უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ იცრუა, როდესაც ბოლო ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი წონაში კიდევ იყო დაკლებული, რადგან იმ დღეს პაციენტის აწონვა არ მომხდარა და მას თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ზუსტი წონის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, ლაბორატორიული კვლების შედეგები არის გაუმჯობესებული და კვების კომპონენტის უფრო გაუმჯობესებულია, თუმცა არა არის ის კალორაჟ, რაც უნდა მიიღოს მან. ჩვენ ყოველთვის ვერიდებით რაღაც კონკრეტული ციფრის დასახელებას, რადგან ამ წონის მატება განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება პაციენტისა და მისი გარემოცვის მხრიდან. მაგრამ, როდესაც გაუგონარ ტყუილს ისმენ, თუნდაც მისი უფლებადამცველისგან, რომელმაც დაასახელა რაღაც ციფრი, რომელიც სრულიად არ შეესაბამებოდა რეალობას, მით უმეტეს, პაციენტის აწონვა დღეს არ მომხდარა და საინტერესოა საიდან განსაზღვრა და როგორ განსაზღვრა ბატონმა შალვამ, დღეს პაციენტს წონა.

მე პირდაპირ გეტყვით, რომ წონაში მატება არის და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს და უნდა ახარებდეს თვითონ პაციენტის გარემოცვასაც, რომ გაუმჯობესებულია კვლევის შედეგები, გაუმჯობესებულია მისი ზოგადი მდგომარეობაც. პაციენტი ბევრად უფრო აქტიურია, უფრო მხნედ არის, გადაადგილებისას დამხმარე საშუალებასაც ნაკლებად იყენებს და შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ იყენებს. ახლა ვერ ვიტყოდი, რომ ექიმთან დაკავშირებით პრობლემები არის, რეკომენდაციებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა სრულად არ არის შესრულება, ჩვენს რეკომენდაციებს მაინც ბოლომდე არ ითვალისწინებს და ჩვენ ვისურვებდით, რომ უფრო მეტად გაეთვალისწინებინა მას კვების კომპონენტში რჩევები და გაეთვალისწინებინა ეს ოჯახსაც, რადგან საკვები შემოაქვს ოჯახს. ჩვენ, ვთხოვეთ და ვესაუბრეთ ოჯახის წევრებს, რომ უფრო მეტი კალორაჟის შემცველი საკვები შემოეტანათ, მაგრამ ფაქტობრივად არაფერი არ იცვლება. რაოდენობრივად მან უფრო მეტი რაოდენობის საკვების მიღება დაიწყო, ეს არის განსხვავება", - განაცხადა ჩხაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×