რეზონანსი
20.07.2023

შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი დღეიდან სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება. როგორც რუსული მედია იუწყება, ამის თაობაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მედიას განუცხადეს, რომ ამ გემების დროშის მქონე ქვეყნები ჩაითვლება კონფლიქტში ჩართულად.

გარდა ამისა, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში საზღვაო ზონები დროებით სანაოსნოდ სახიფათოდ გამოცხადდა.

„მეზღვაურებისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაუქმების შესახებ შესაბამისი საინფორმაციო გაფრთხილებები გაცემულია დადგენილი წესით“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×