რეზონანსი
20.07.2023

ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, ცრუ  ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებულ ექიმზე, ბექა ლიპარტელიანზე ძებნაა გამოცხადებული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, პირადი მოტივით, ცრუ ჩვენების მიცემისთვის ამავე კლინიკის ყოფილი ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, ექთანი თეა გზირიშვილი და უმცროსი ექიმი ბექა ლიპარტელიანი დამნაშავედ 7 ივლისს ცნო.

საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სამართალდამცველებმა ვიოლეტა ინასარიძე და თეა გზირიშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს. რაც შეეხება ბექა ლიპარტელიანს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მასზე ძებნა საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, თეა გზირიშვილს 2 წელი და 6 თვე, ვიოლეტა ინასარიძესა და ბექა ლიპარტელიანს კი 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×