რეზონანსი
20.07.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიციირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები.

„ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიციირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები: სააკაშვილი, ნაცმოძრაობა და მათი დავალების მიმცემები, ოფიციალური ლობისტების მეშვეობითაც კი, საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ. ლობისტები უწერენ ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს. პარალელურად, მოპარული კვლევის ნიმუშებით ცდილობენ ექსპერტიზების გაყალბებას და განზრახ აზიანებენ საქართველოს იმიჯს. ერთი სიტყვით, უკვე მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას, რითაც, მოცემულ დროს, განსაკუთრებით მტრობენ ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - წერს მდინარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×