რეზონანსი
20.07.2023

უკვე მესამე დღეა, რაც რუსეთი ბომბავს პორტებსა და ინფრასტრუქტურას ოდესაში, ხორბლის მარაგებს, იწვის 60 ტონაზე მეტი ხორბალი. რუსეთი არა მარტო გავიდა ხორბლის შეთანხმებიდან, არამედ ხორბალს წვავს. ეს არის ბარბაროსული ქმედება, რომელზეც იმსჯელებენ მინისტრები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ინფორმაციას მოგვაწოდებს მინისტრი კულება. ის, რაც ხდება, შექმნის საკვების უდიდეს კრიზისს და საკვების დეფიციტს მსოფლიოში. ჩვენ მოვუსმენთ კულებას და ვიმსჯელებთ უკრაინისთვის გრძელვადიან პერიოდზე გათვლილ დახმარებაზე. ბოლო სამი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები საჭიროებს პასუხს. პასუხი არის ერთი - უკრაინას მივაწოდოთ იარაღი, უკრაინას უნდა მივაწოდოთ მეტი სამხედრო მარაგი", - აღნიშნა ბორელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×