რეზონანსი
26.07.2023

როგორც ჩანს, ყველას თავისი ოლიგარქი ჰყავს: ზოგს - დიდი, ზოგს - შედარებით პატარა, ეს არის სამწუხარო რეალობა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" „ქართული ოცნების" მოკავშირეა.

„„ნაციონალური მოძრაობა" „ქართულ ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შემიძლია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევით დაწყებული, რუსთავის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებით დასრულებული. ნაცვლად იმისა, რომ რეალური ოპოზიცია იყოს, „ქართული ოცნების" მოკავშირეები არიან. პარტიაში რა ვერ გაიყვეს, ვინ რა ვერ გაიყო, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. რაც შეეხება კეზერაშვილის გავლენას, როგორც ჩანს, ყველას თავისი ოლიგარქი ჰყავს: ზოგს - დიდი, ზოგს - შედარებით პატარა. ეს არის სამწუხარო რეალობა", - განაცხადა დაუშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×