რეზონანსი
26.07.2023

22 წლის ტაი არაბულს, 2 წლის წინ, გულის სარქველის შეცვლა დასჭირდა, რა დროსაც, დაუზიანდა ნერვი.

ამის გამო, დასჭირდა კარდიოსტიმულატორი. განვითარდა ინფექცია, რამაც გამოიწვია მაღალი სიცხეები - 40 გრადუსამდე, რის გამოც, მოხდა სხვა ორგანოების დაზიანება: ფილტვში წყალი ჩადგა, თირკმელიც ვერ ფუნქციონირებს და სამწუხაროდ, გული ისე დაზიანდა სასწრაფოდ ესაჭიროება გადანერგვა.

„კახა კალაძე საჯაროდ გიხდი მადლობას. კახამ კიდევ მეორედ დააფინანსა ტაი, ამჯერად კიდევ 20 000 ლარით. ჯამში თბილისის მერიამ 50 000 ლარი გამოყო ტაის გულის გადანერგვისთვის.

დიდი მადლობა თანადგომისთვის!“,- წერს დომენიკ მანგო.

ამ ეტაპზე, ტაი იმყოფება „ჯერარსის" კლინიკაში, სადაც უტარდება გადაუდებელი მკურნალობა, მაგრამ მისი მძიმე მდგომარეობის გამო, სასწრაფოდ გადასაყვანია მინსკში, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევები. დონორისა და თანხის მოძიების შემდგომ კი მოხდება გულის გადანერგვა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.  პირველადი კალკულაციის მიხედვით, ოპერაციისა და მკურნალობისთვის ჯამში საჭიროა - 150 000 დოლარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×