რეზონანსი
26.07.2023

როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რევოლუციური კომიტეტის ინტელექტუალიზაცია გახდა საჭირო, ელემენტარულად იმ ადამიანის მოყვანა, რომელიც უცხო ენას ფლობს და არ არის დარჩენილი იმ დონეზე, რაზეც ხაბეიშვილი გაიყინა - ფიქრობენ, რომ ვაშაძე ის შემავსებელი იქნება, როცა ახალი "ნაცმოძრაობა" იბადება ტკივილებში, მაგრამ ამის პერსპექტივაც არ არსებობს, რომ ინტელექტის დეფიციტი შეავსოს ვაშაძემ

ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანებაზე ნიკა მელიას განცხადებებს გამოეხმაურა და თავადაც ფიქრობს, რომ ეს მერაბიშვილის და კეზერაშვილის გადაწყვეტილება იყო.

"ახალი არაფერი უთქვამს მელიას. რევოლუციური კომიტეტის ინტელექტუალიზაცია გახდა აუცილებელი, ელემენტარულად იმ ადამიანის მოყვანა, რომელიც უცხო ენას ფლობს, უცხო ტერმინოლოგია იცის და არ არის დარჩენილი იმ დონეზე, რომელზეც ხაბეიშვილი გაჩერდა, გაიყინა და ვეღარ ავითარებს, რევოლუციური მოწოდებების გარდა იდეა აღარ გააჩნია. ფიქრობენ, რომ გიორგი ვაშაძე სწორედ ის შემავსებელი იქნება, როცა ახალი "ნაცმოძრაობა" იბადება ასე ტკივილებში და გარკვეული ტკივილგამაყუჩებელი სჭირდება ამ ყველაფერს, რომ ტრაგედიით არ დამთავრდეს. გიორგი ვაშაძეს სწორედ ეს ფუნქცია აქვს, მაგრამ ამის პერსპექტივაც არ არსებობს, რომ ეს ინტელექტის დეფიციტი შეავსოს. ფაქტია, სხვა რესურსი პოლიტიკურ ველზე არ გააჩნიათ. სწორედაც მერაბიშვილის და კეზერაშვილის გადაწყვეტილება მგონია მეც (ვაშაძის გაერთიანება "ნაციონალურ მოძრაობასთან"), მელიას რომც არ ეთქვა ამის თაობაზე. არასდროს ინტერესის გარეშე მერაბიშვილს და კეზერაშვილს არ უცხოვრიათ, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია, არა მარტო იმაში, რომ ფულის, ქონების მოხვეჭა სჭირდებათ, აქ სხვა თემაა, რაც უპირისპირდება საქართველოს ინტერესს. ეროვნული ინტერესების პრიზმაში უნდა განვიხილოთ, სჭირდება თუ არა ეროვნულ ინტერესებს მერაბიშვილის და კეზერაშვილის გაერთიანება, რომლის თოჯინა იქნება გიორგი ვაშაძე, ხაბეიშვილი ან სხვა? -არ სჭირდება, ამაშია საქმე," - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×