რეზონანსი
26.07.2023

იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა.

ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩხაიძის თქმით, პირველ ეტაპზე 5-6 ბავშვის მკურნალობა განისაზღვრა, სამკურნალოდ კი იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო შეირჩა.

„გერმანელი ექსპერტისგან პროტოკოლმა ძალიან მაღალი შეფასება მიიღო, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა, რომ ასეთი კარგი, დეტალური და ინფორმატიული პროტოკოლი ამ დაავადებასთან დაკავშირებით, დღეს მსოფლიოში არ არის. მედიკამენტს [ვოსორიტიდი] გააჩნია გარკვეული გვერდითი მოვლენები, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს ექიმის მეთვალყურეობა და სამედიცინო ჩარევაც კი, ამიტომ საქართველოში ერთი კლინიკა იქნა შერჩეული, ეს არის იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. ამ პროტოკოლის დანერგვას და პაციენტების დეტალურ შესწავლას ჭირდება მულტიპროფილური კლინიკა, მინიმუმ 6-7 სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობით, რაც იაშვილის კლინიკაში არის უზრუნველყოფილი.

თარიღი ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ 2023 წელს ჩაერთვებიან ამ პროცესში. პირველ ეტაპზე განისაზღვრა 5-6 ბავშვი", - განაცხადა ჩხაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×