რეზონანსი
26.07.2023

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაში დაზვერვას გააძლიერებს, მათ შორის სადაზვერვო თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით, - ამის შესახებ ნათქვამია ნატო-უკრაინის საბჭოს რიგით მეორე სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ პროტოკოლში.

აღნიშნული სხდომა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციტივით გაიმართა და რუსეთის ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის თემას ეძღვნებოდა.

სხდომის მონაწილეებმა მოსკოვის ეს გადაწყვეტილება და რუსეთის მცდელობა, შეაჩეროს უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტი, მკაცრად დაგმეს.

ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე განხილული იყო რამდენიმე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა, რომლიც მიმართულია უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გაგრძელებისკენ, ხმელეთით და ზღვით.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონში „სახიფათო და ესკალაციურ" ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მან მოუწოდა მოსკოვს, შეწყვიტოს „შიმშილის იარაღად გამოყენება" და პირობა დადო, რომ კიევის მხარდაჭერა გაძლიერდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×