რეზონანსი
26.07.2023

12 პუნქტიდან ყველა შესრულებულია. ის პუნქტები, რომლებიც არ ჩათვალეს შესრულებულად, ეს ეხება მხოლოდ გარკვეულ ნაწილს, რაც გულისხმობს უკვე მიღებული კანონების ნაწილობრივ შესრულებული რეკომენდაციების პრაქტიკაში აღსრულებას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა, რადიო „ფორტუნას" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რეკომენდაციების შესრულება არის მხოლოდ საბაბი და რეალური გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ.

„ვეთანხმები ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭების არავითარი საბაბი არ არსებობს, რადგან ყველა პუნქტი შესრულებულია. ამას მოწმობს ევროკომისიის ანგარიში. ის პუნქტები, რომლებიც არ ჩათვალეს შესრულებულად, ეხება მხოლოდ მათ გარკვეულ ნაწილს, რაც გულისხმობს უკვე მიღებული კანონების ნაწილობრივ შესრულებული რეკომენდაციების პრაქტიკაში აღსრულებას. პრაქტიკაში აღსრულებას, რა თქმა უნდა, სჭირდება დრო, ეს დრო კი გვაქვს ოქტომბრამდე და დეკემბრამდე, თუმცა გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და არ იქნება დამოკიდებული ამ რეკომენდაციების შესრულებაზე. პოლიტიკური იქნება იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც იმ პერიოდისთვის იქნება ევროპასა და რეგიონში, ამიტომ დიახაც, საბაბი იქნება ამ რეკომენდაციების შესრულება, თუ შეუსრულებლობა. თან გავითვალისწინოთ ის, რომ მსგავსი რეკომენდაციები მათ მისცეს უკრაინასა და მოლდოვასაც, თუმცა ამ ქვეყნებს ისე მისცეს კანდიდატის სტატუსი, რომ ეს რეკომენდაციები შესრულებული არ ჰქონდათ. აქედან ცხადია და ლოგიკაც გვკარნახობს, რომ რეკომენდაციების შესრულება არის მხოლოდ საბაბი და რეალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ. თუმცა ვფიქრობ, რომ როგორც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი ევროკავშირში ინტეგრაცია, სწორედ ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც და ეს ორი შემხვედრი ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას ამ ეტაპზე" - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×