რეზონანსი
26.07.2023

„ქართულმა ოცნებამ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ" 50% რომ ვერ გადალახონ, ამაში ვეთანხმები გიორგი გახარიას. უფრო შორსაც კი წავიდოდი, ამის შემდეგი ნაბიჯი ის უნდა იყოს, რომ ბარიერი ვერ გადალახოს ვერცერთმა, ეს იქნება ამ ტვირთისგან გათავისუფლება , - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ის გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ნაცებმა" და „ქოცებმა", ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ.

როგორც ხვიჩიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, იმისათვის რომ „ქართულმა ოცნებამ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთად 50%-ი ვერ აიღოს, საჭიროა, ამომრჩევლებმა ალტერნატიული იდეა დაინახონ.

„იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ"ერთად ვერ აიღოს 50%, ამას სჭირდება ადამიანებმა დაინახონ ალტერნატიული იდეა. ჩვენ გვაქვს ეს იდეა. ამას პარტიები ვერ შეძლებენ, ეს უნდა შეძლოს იდეამ.

ახლა, მაინც დაინახოს ხალხმა, რომ „ქართულმა ოცნება" და „ნაციონალურმა მოძრაობა" საბოლოო ჯამში ერთი ძალაა და სწორედ, ამიტომ მათ ვერ უნდა გადალახონ 50%-იანი ბარიერი.

არ ვიცი გახარია, როგორ მივიდა ამ დასკვნამდე, მაგრამ ამ ფორმულას იმიტომ ვეთანხმები, რომ „ქართული ოცნება" და „ნაციონალურმა მოძრაობა" ერთი ძალა მგონია. საბოლოო ჯამში, ისინი მარტივად შეკრავენ ერთმანეთთან კოალიციას. ყველაზე დიდი მოკავშირე ერთმანეთი ჰყავთ. როგორც დავით კეზერაშვილს და „ქოცებს" ერთმანეთთან საერთო ჰქონდათ, როდესაც ქოლ-ცენტრებს აკეთებდნენ, ისე ყველაზე მეტი საერთო აქვთ. ამ საერთოს ერთმანეთთან ჩხუბით, გინებით, შეურაცხყოფით მალავენ, იმისათვის რომ ადამიანებმა, არც კი დაუშვან იმაზე ფიქრი თუ როგორ ვერ შეიძლება მათ 50%-ზე მეტი არ აიღონ. სინამდვილეში, ქართველი ხალხი ამ ორი პარტიის ტყვეობაში ვართ.

„ნაციონალურ მოძრაობას" კარგი ტემპი აქვს აკრეფილი, აგერ, ვაშაძე სწრაფად შეიერთეს. დანარჩენები სანამ ფიქრობდნენ, მანამდე ყველას წაართვეს ვაშაძე და თავისთან გადაიყვანეს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×