რეზონანსი
26.07.2023

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „გამარჯვების" პლატფორმაში გიგი უგულავას, ზურაბ ჭიაბერაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ხილვა კარგი იქნება, რადგან ისინი პლატფორმას გააძლიერებდნენ.

როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში:" განაცხადა, „გამარჯვების" პლატფორმასთან" შეერთებაზე უარს არავის ეუბნებიან, თუმცა არც არავის შეეხვეწებიან.

" სტრატეგია აღმაშენებელში არ ვაპირებთ დასახელებული ხალხის მიღებას და „ნაცმოძრაობაში" თუ შევლენ, მათი გადასაწყვეტია. გიგი გამოცდილებით, ჭიაბერაშვილი საერთაშორისო მიმართულებით გამოცდილებით, გააძლიერებს პლატფორმას. ერთი ადამიანის ხმაც კი გადამწყვეტი იქნება ამ ბრძოლაში. კარგი იქნება მარგველაშვილი ამ ბრძოლაში. უბრალოდ, ჩვენ ასეთი პოზიცია გვაქვს, ხვეწნას არავის არ ვუწყებთ, ვისაც მოსვლა უნდა, უარს არავის არ ვეუბნებით", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, კარგი იქნება თუ საერთო ბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერი,ნიკა მელიაც მათ გვერდით იქნება.

„არ დავიშლებით, საერთო ენას ვიპოვით ყველასთან, მათ შორის ნიკა მელიასთან და აუცილებლად გავიმარჯვებთ. არ ვაპირებთ საქართველოს დატოვებას, საქართველოს რუსეთზე ჩაბარებას. ვინმე ფიქრობს, რომ ფერად-ფერად არჩევნებს ჩაატარებს „ქართული ოცნება" და დემოკრატიულად გადმოგვაბარებს ხელისუფლებას? ბრძოლა იქება, ხელჩართული, ფიზიკური, ხმები დასაცავი იქნება და ჩვენ ზმად ვართ ამ ბრძოლისთვის და ზურგიდან კიდევ ფრონტი რად მინდა? მინდა რომ გვერდში გვედგეს ამ ბრძოლაში ნიკა მელიაც და ყველა, პატრიოტი ქართველები", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×