რეზონანსი
26.07.2023

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა უმნიშვნელოვანესია აშშ-ს საელჩოს განცხადება, რამაც ნათელი მოფინა აბსოლუტურად ყველაფერს და მათ შორის იმას, რომ რუსული პარტია კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ავრცელებს ტყუილებს

მისი თქმით, საზოგადოება კარგად გაიგებს, „რამხელა რუსულ პროპაგანდისტულ მანქანასთან გვაქვს საქმე".

„პუტინისტი კობახიძე პუტინის კარის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუდმივად ასეთ რუსულ პროპაგანდას ავრცელებს და შემდეგ უნდა, რომ ეს ტყუილები დააჯეროს ხალხს. უმნიშვნელოვანესია აშშ-ს საელჩოს განცხადება, რამაც ნათელი მოფინა აბსოლუტურად ყველაფერს და მათ შორის იმას, რომ რუსული პარტია კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ავრცელებს ტყუილებს და საზოგადოება კიდევ ერთხელ კარგად გაიგებს რამხელა რუსულ პროპაგანდისტულ მანქანასთან გვაქვს საქმე, რუსული პარტიის სახით", - დასძინა ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×