რეზონანსი
26.07.2023

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, აშშ-ს საელჩოს განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ისინი ყოველთვის გასცემენ პასუხს „რუსული ოცნების" ბინძურ პროპაგანდას, რომელიც პირდაპირ რუსულ ნარატივში ჯდება

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საზოგადოებამ არ უნდა დაიჯეროს „ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული რუსული პროპაგანდა.

„ეს არის რუსული, კრემლის ნარატივის გაგრძელება, რასაც მათ მიერ ხელდასმული პარტია ახორციელებს. ყველაფერი დასავლურის, ევროპულის, ამერიკულის გაშავება, დაცინვა, იმისთვის, რომ აქ ადგილზე „რუსული ოცნება" წარმოჩინდეს გამარჯვებულად, სუფთად და წარმატებულად. ეს ასე მარტივად რომ აღვწეროთ რას ემსახურება ის პროპაგანდა, რომელსაც „რუსული ოცნება" ემსახურება წლების განმავლობაში. ამიტომ ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს ამერიკის საელჩოს განცხადება, შესაბამის პასუხი გასცა და მომავალშიც გასცემს პასუხს ამ ტიპის ბინძურ პროპაგანდას. ჩვენც ჩვენი მხრიდან, ქართულმა საზოგადოებამაც არ უნდა დავიჯეროთ და არ უნდა ვჭამოთ "რუსული ოცნების" მიერ შემოთავაზებული ის პროპაგანდა, რომელიც პირდაპირ რუსულ ნარატივში, კრემლის მიერ შემუშავებული შაბლონებით მოდის საინფორმაციო ნიაღვარი ჩვენი მისამართით", - ასე გამოეხმაურა პეტრე ცისკარიშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×