რეზონანსი
27.07.2023

არც ნიკა მელია, არც ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და მათ გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ძალები, გიორგი ვაშაძის ჩათვლით, არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე შიდა დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„მთავარი, რაც მათ აინტერესებთ, ეს არის დესტაბილიზაცია, რისთვისაც სჭირდებათ ეს ფინანსები, რათა პოლიტიკურ ველზე მერე დამატებით კიდევ გარკვეული პრივილეგიები მიიღონ. არც ნიკა მელია, არც ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და მათ გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ძალები, გიორგი ვაშაძის ჩათვლით, არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა", - „განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის მისამართით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ბარამიძეს მწვავედ აკრიტიკებს და ბრალს ფაქტების დამახინჯებაში სდებს. მელია თანაპარტიელს პოლიტიკური კორუფციის ჭაობად ქცეულ და პროგრესის მოწინააღმდეგედ მოიხსენიებს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე გია ბარამიძეს უპრინციპობაშიც ადანაშაულებს. „ქრონიკა" გია ბარამიძეს აღნიშნული განცხადების შესაფასებლად დაუკავშირდა, თუმცა მან ტელეკომპანია „იმედთან" განცხადების გაკეთება არ ისურვა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×