რეზონანსი
28.07.2023

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის და უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" ომისა და ღალატის პატრიაა და მათ ჰქონდათ დავალება, რომ საქართველო გამყრადიყო მეორე ფრონტი, თუმცა არ გამოუვიდათ.

„ამ ყველაფრის გამოხატულება არის ის, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები. აქედან გამომიდინარე და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ არ ველოდებით არსებით ცვლილებას მათ პოლიტიკაში შემოდგომის შემდეგ. ეს გამორიცხულია. შესაბამისად, ამ პოლიტიკური ძალებისგან ჩვენ არ ველოდებით ქცევის თვისებრივ ცვლილებას, სამწუხაროდ, ისინი გააგრძელებენ მოღალატეობრივ საქმიანობას, ისევ გადაიხდიან ფულს, რომ საკუთარი ქვეყანა დასაჯონ, მოითხოვენ სანქციების დაწესებას - ეს ხომ ღალატია? ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგია მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის განვითარება, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ „იმედთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×