რეზონანსი
28.07.2023

„კოკა-კოლის" სათავო ოფისი გამოსულია რუსეთის ბაზრიდან, მაგრამ თემურ ჭყონია, რომელიც ამ ბიზნესითაა დაკავებული, საქართველო-რუსეთის ორმხრივი ვაჭრობის საფუძველზე, როგორც ჩანს, სარგებლობს ამ შეღავათით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ხალხისგან უხერხულია საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება რუსეთთან ორმხრივ ვაჭრობაში.

„კოკა-კოლის" სათავო ოფისი გამოსულია რუსეთის ბაზრიდან, მაგრამ თემურ ჭყონია, რომელიც ამ ბიზნესითაა დაკავებული, საქართველო-რუსეთის ორმხრივი ვაჭრობის საფუძველზე, როგორც ჩანს, სარგებლობს ამ შეღავათით. ასეთ ფონზე ცოტა არ იყოს უხერხულია ამ ადამიანებისგან საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება ორმხრივ ვაჭრობაში რუსეთთან, მითუმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდანვე გამოაცხადა, რომ ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან არ შეიზღუდება, რადგან ეს არავითარ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას, ხოლო საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება დამანგრეველი", - აღნიშნა სეფაშვილმა.

„კოკა-კოლა" რუსულ ბაზარზე იყიდება. უკრაინული გამოცემა „უნიანი" წერს, რომ ამერიკულმა კომპანია „კოკა-კოლამ" რუსეთის ბაზრიდან გასვლის ხმამაღალი პირობა დადო, თუმცა საქმიანობა სრულად არ შეუჩერებია. საუბარია კონკრეტულ ფაქტებზეც, თემურ ჭყონია კი ირწმუნება, რომ არ იცის, როგორ ხვდება „კოკა-კოლა" რუსულ ბაზარზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×