რეზონანსი
28.07.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს და არაფორმალურ გავლენებზე საუბრებს, მმართველ გუნდში აფასებენ. „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პარტიაში ბრძოლა დავით კეზერაშვილის დაფინანსების გაყოფაზე და ძალაუფლების გადანაწილებაზე მიმდინარეობს.

„გია ბარამიძე, მგონი, თარგმნაში დაიკარგა ზოგადად. ხან არაფორმალურ მმართველობას უწოდებს იმ წყაროს, საიდანაც დაფინანსებას ღებულობს და ეს დაფარულიც არ არის, ხან ამას ფორმალურს უწოდებს, ვინაიდან ეს ხალხი ზედაპირზე ჩანს. „ნაცმოძრაობა", როგორც პოლიტიკური სტრუქტურა, თავის დამახასიათებელი ნიშნებით აღარ არსებობს. არსებობს ერთი რევოლუციური კომიტეტი, რომელიც თვლის, რომ ყველაზე მეტად რევოლუციურია და დესტაბილიზაციის მეტი რესურსი გააჩნია. ამაზეა დავა. ვერ გაიყვეს კეზერაშვილის ფული, კეზერაშვილმაც თავის ფული მიმართა იმ მიმართულებით, რომელიც მიაჩნია საჭიროდ," - ამბობს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, დავით კეზერაშვილის გავლენებზე „ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე ღიად საუბრობენ - გია ბარამიძე ადასტურებს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს პარტიაში ძალაუფლება აქვს და ამისთვის ფინანსურ რესურსებს ხარჯავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×