რეზონანსი
04.08.2023

როგორც „ქრონიკის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, ვერტმფრენმა მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა და შეუძლებელი იყო, ნებისმიერი სხვა ტიპის ვერტმფრენით მეტის გაკეთება. დიდი მადლობა ეკიპაჟის წევრებს და მაშველებს, ყველას, ვინც ჩართულია გადარჩენის ოპერაციაში.

„სამწუხაროდ, რაჭაში დატრიალდა ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე. მაშველები მუშაობენ და ცდილობენ, რომ 25-მდე ადამიანი, რომლებიც ამ დროისთვის დაკარგულად ითვლებიან, ცოცხლად გადარჩენილები ნახონ. 210 ადამიანი უსაფრთხოდ გამოყვანილია სტიქიის ზონიდან ვერტმფრენის მეშვეობით. ვერტმფრენმა მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა და შეუძლებელი იყო, ნებისმიერი სხვა ტიპის ვერტმფრენით რაიმე მეტის გაკეთება. დიდი მადლობა ეკიპაჟის წევრებს და მაშველებს, ყველას, ვინც ჩართულია გადარჩენის ოპერაციაში. შტაბში ყოველწუთიერად იგეგმება, თუ სად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. შემოგვიერთდება თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ძალა, რომელიც ხვალ დილიდან გააგრძელებს სამაშველო ოპერაციას. 210 ადამიანს, რომელიც ვერტმფრენმა გამოიყვანა, არ ესაჭიროება არანაირი სამედიცინო ჩარევა. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება მძიმე ტექნიკით მუშაობა, ხდება დამატებითი ალტერნატიული გზების მოწყობა, რათა მძიმე ტექნიკა შევიდეს ეპიცენტრის ადგილზე. თავდაცვის სამინისტროს დახმარებით მოეწყობა საფეხმავლო ხიდიც და ქვეითი ძალა დილიდან გააგრძელებს ადგილზე გადასვლას და სამაშველო სამუშაოებს", - აცხადებს აზარაშვილი.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, 25-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×