რეზონანსი
04.08.2023

ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრო-მეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, ბოლო პერიოდი აქტიურად მიმდინარეობს მყინვარის დნობის პროცესი, ამას დაემატა უხვი, ატმოსფერული ნალექი , - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ხეობაში არასდროს არ დაფიქსირებულა ღვარცოფული მოვლენები და დღევანდელი პროცესები კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია.

„რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს. ეს არის მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი, სადაც არასოდეს არ დაფიქსირებულ ღვარცოფების გავლა. პირიქით, 60-იან წლებში, კომუნისტების დროს, მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს და ძველი კალაპოტის ტერიტორიაზე კოტეჯები აშენდა. არ იყო იმ პერიოდში ღვარცოფების საშიშროება, ვინაიდან, არ ხდებოდა მყინვარების დნობა. ბოლო 10-15 წლის მანძილზე აქტიურ ფაზაში შევიდა მყინვარების დნობის პროცესი, არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში", - განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, შოვში მსგავსი ტიპის სტიქიურ მოვლენის გამეორებას გამორიცხავს.

„პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, ძალიან დიდი ალბათობით, მსგავსი მასშტაბის სტიქიას ამ ხეობაში, სადაც გუშინ ეს ტრაგედია დატრიალდა, მე არ ველოდები და ვერც განვითარდება იმიტომ, რომ ის პოტენციალი, რაც ჰქონდა ამ ფერდობებს და თვითონ მდინარეს, უკვე მილევად სტადიაზეა. შეიძლება მინიმალური რაღაც იყოს, მაგრამ მსგავსი მასშტაბის სტიქტიურ-გეოლოგიურ მოვლენების ჩასახვა-გააქტიურებას აღნიშნულ ლოკაციაზე მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ", - განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×