რეზონანსი
06.08.2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ შოვში განვითარებული სტიქიის შედეგად გარდაცვლითა ოჯახებს ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 16 დაკარგულ ადამიანს ეძებენ და მათი ძებნის სამუშაოები გრძელდება. პროცესში ჩართულია მაშველები, ჯარისკაცები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. შამუგიამ მათ ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ზოგიერთ შემთხვევაში ცილისწამება. ეს ეხება, თითქოსდა სტიქიამდე ორი დღით ადრე წყლის შეგუბების ფაქტებს, ასევე მდინარის კალაპოტის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ასევე, თითქოს, მენეჯერებს ჰქონდათ ინფორმაცია წინასწარ სტიქიის შესახებ და ასე შემდეგ. ბევრი არასწორი ინფორმაცია მოვისმინეთ ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში", - განაცხადა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×