რეზონანსი
06.08.2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რესტორან “მეგრულ-ლაზურში” ქორწილს აღნიშნავენ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მსგავსი საქციელი არ უკვირს, ვინაიდან ამ პარტიისთვის, ტრაგედია პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალებაა და გარდაცვლილები არ ადარდებთ.

„ის, რასაც ახლა აჭარის ნაცმო და ჩასული „ნაცები“ აკეთებენ „მეგრულ-ლაზურში“, ვინმეს გიკვირთ? მე - არა. იკითხავთ რას აკეთებენო? რას და ქეიფობენ, ქორწილი აქვთ და გრიალებენ. მთელი კოჰორტა შეკრებილა და „ნაცების“ აქტიური მხარდამჭერის, ლევან ანთაძის შვილის ქორწილს აღნიშნავენ...

ჰოდა, არ მიკვირს, რადგან ყველა ნაცი არის უსამშობლო მანქურთი, მათთვის ტრაგედია არის პოლიტიკური ქულების დასაწერი რამ, გარდაცვლილები არ ადარდებთ. ნაცებო, მიდი „იგულავეთ“, თქვენი უსისხლო დედა ვატირე“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×