რეზონანსი
07.08.2023

სტიქიის ზონაში არიან ადამიანები, რომლებიც ოჯახის წევრებს ეძებენ და ურთულესია, შეუძლებელია იმ ემოციის გადმოცემა, რაც შეიძლება იქ ნახო და მოისმინო ადამიანმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

„ცოტა ხნის წინ დამთავრდა შტაბის სხდომა. არ ვიღლებით იმით, რომ მადლობა გადავუხადოთ მაშველებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, თუმცა არ მინდა, გამომრჩეს იმ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, რომლებიც შტაბის წევრები არიან და სხვადასხვა დანაყოფს ხელმძღვანელობენ. როდესაც საკუთარი თვალით ნახავ, რამდენად ჩადიან დეტალებში, სიღრმეებში, განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, ამის თქმის საფუძველი გეძლევა. დღევანდელ სხდომაზე დეტალურად იყო პრიორიტეტები განხილული - სად რა რისკია, სად უნდა გამოირიცხოს ყველანაირი რისკი, მაგალითად, მაშველთან დაკავშირებით. ხვალინდელი დღეც დაიგეგმა, სამომავლო თემებზეც იყო ლაპარაკი. მე ვნახე სტიქიის ზონაში ადამიანები, რომლებიც ოჯახის წევრებს ეძებენ და ურთულესია, შეუძლებელია იმ ემოციის გადმოცემა, რაც შეიძლება იქ ნახო და მოისმინო ადამიანმა. თუ ადგილზე არ ნახე, ამ სტიქიის მასშტაბს ვერ წარმოიდგენ. როდესაც სპეციალისტები საუბრობენ, რომ რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მიწა იყო ჩამოწოლილი და გადაფარა მთლიანად ეს დიდი ტერიტორია - არაბუნებრივად დიდი მასაა ჩამოწოლილი და არაბუნებრივად დიდ სტიქიასთან გვქონდა საქმე. მაშველები დღე და ღამე მუშაობენ, დღეს ორი გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხერხდა და დარჩა 2 ადამიანი, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა ჯერჯერობით. შესაბამისი სტრუქტურები აკეთებენ ყველაფერს, რომ ეს საძიებო სამუშაოები სწრაფ ტემპში მიმდინარეობდეს, და პარალელურად მიდის ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც", - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×